Tuesday, May 7, 2013


“პოპულარობის სურვილი” კაცობრიობაში ძალიან პოპულარულია.  
ადამიანთა უმეტესობას, მინიმუმ ქვეცნობიერად მაინც  სურს, რომ ქუჩაში სახეზე ცნობდნენ და საზოგადოებაში “სახის”  ინგლისური ფორმით მოიხსენიებდნენ, ტაქსით მგზავრობაში ფულს არ ართმევდნენ და მეტროში ჩასვლას თავმდაბლობად უთვლიდნენ,  თაყვანისმცემლების არმია ჰყავდეთ და ინტერვიუებში წუწუნებდნენ, რომ “თაყვანისმცემლებმა თავი მოაბეზრეს”, ჟურნალებისგარეკანზე იყვნენ და გარე კანი ყოველთვის ტონა ტონალურით ჰქონდეთ დაფარული…
მოკლედ, “თითით საჩვენებლის” როლში ყოფნა თითქმის ყველას უნდა. თუმცა,  პოპულარობის მოპოვების ზოგიერთი მცდელობა იმითაც სრულდება ხოლმე, რომ დიდებისათვის მებრძოლ კანდიდატს საჩვენებელიდან მცირე მანძილით დაშორებული თითის ერთ სახესხვაობასთან აიგივებენ (ბილწი ლექსიკის გამოყენების ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, რა თქმა უნდა). თერთმეტი სიტყვით, დღევანდელ საქართველოში პოპულარობის მოპოვების რამდენიმე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ნარ-ეკლიანი გზა არსებობს:

1 comment:

  1. Where can I play slots? - Dr.MD
    For many people, the casino is 창원 출장안마 just another place 여수 출장마사지 to 대전광역 출장마사지 play a game 익산 출장샵 of blackjack, the first casino to offer a blackjack table for 구리 출장샵 players to make their

    ReplyDelete