ჰარი პოტერის ვარსკვლავები ყველაზე მდიდარი თინეიჯერები არიან
აშშ-ში 30-წლამდე ასაკის უმდიდრესი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნეს. “ჰარი პოტერის” ვარსკვლავი დენიელ რედკიფი ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მსახიობია. პატარა ჯადოქარზე გადაღებულ ბოლო ფილმში მონაწილეობისთვის მან 72 მლნ დოლარი მიიღო.
კირა ნაიტლის შემდეგ მესამე ადგილი ემა უოტსონმა დაიკავა, რომლის საბანკო ანგარიშიც 31 მლნ დოლარს შეადგენს. ფილმზე მუშაობის გარდა, ის კომპანია Burberry-ს სახეა და კომპანია Chanel-ისთვისაც მუშაობს.
მდიდარ ვარსკვლავთა ოთხეულშია რუპერტ გრინიც, რომელმაც ბოლო სერიაში ჰარი პოტერის მეგობრის, რონ უილზის როლის განსახიერებისთვის 29 მლნ დოლარი მიიღო.
რეიტინგი კინოინდუსტრიის ექსპერტებმა შეადგინეს. შეგახსენებთ, რომ ჰარი პოტერის შესახებ ბოლო ფილმი ორი კვირის წინ გამოვიდა გაქირავებაში. პატარა ჯადოქარზე დაწერილი პირველი წიგნი კი მთელ მსოფლიოში 44 მლნ-იანი ტირაჟით გაიყიდა.
No comments:
Post a Comment