პოზიტივის დეფიციტი გარკვეული მიზეზებისდა გამო ეს ბოლო პერიოდი ტრანსპორტით მგზავრობა მიწევს და რაც უფრო და უფრო მეტ ხალხს ვხვდები მით უფრო ხშირად მიჩნდება კითხვა: რატომ არის ერი ასეთი დეპრესიული??
ზოგს მოღუშული, დადარდიანებული სახე აქვს, ზოგს გაოგნებული, გაოცებული ანუ შეშფოთებული გამომეტყველება და ზოგსაც გაღიზიანებული, გაბრაზებული იერი. ძნელია თბილისში ბედნიერი სახის პატრონი ამოიცნო, შეიძლება ვცდები კიდეც და ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ ელემენტარული, ის მაინც შემიძლია რომ, ადამიანში პოზიტივი დავინახო, რაც ეს უკანასკნელი უკვე ისეთი იშვიათობაა რომ სიგიჟეში გადადის ის ამბიცია რომ ყველა ჩემსავით ბედნიერი იყოს.
ხო, ალბათ უკვე უამრავჯერ ვახსენე ეს სიტყვა მაგრამ ნუთუ ასეთი ძნელია (ან გრეხი) რომ ზოგადად ადამიანებთან (უცხოსთან თუ ნაცნობთან) იყო ისეთი დადებითი რომ მას ეს გადასდო, დამუხტო ენერგიით და აგრძნობინო რომ ყველაფერთან ერთად იმედიც არსებობს. იმედი რაღაცის შეცვლის უარესობიდან უკეთესობისაკენ.
No comments:
Post a Comment